- ხარისხი
- • სასწავლო პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელი, რომელიც სასწავლო პროგრამების შინაარსითა და პედაგოგთა კვალიფიკაციით განისაზღვრება.Source: უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005• საჯარო სამსახურების მუშაობის შეფასება უშუალოდ უკავშირდება იმას, თუ როგორ გვესმის მომსახურების ხარისხი. როგორც ენგელი4 აღნიშნავს, “ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის „ხარისხი“, ძლიერ შეიცვალა დროთა განმავლობაში - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორთან დაკავშირებით”. ოთხმოციან და ოთხმოცდაათიან წლებში ტერმინი “ხარისხი” უფრო მეტად უკავშირდებოდა ეფექტიანობის ცნებას, დღეს კი ამ ტერმინით ძირითადად აღნიშნავენ „სახელმწიფო დაწესებულების უნარს შეიტანოს წვლილი მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში“. მუშაობის ხარისხის შეფასება და მართვა უნდა ემყარებოდეს: შედეგების აღრიცხვისა და შეფასების გამჭვირვალობას; იმის მკაფიო განსაზღვრას, თუ რა კეთდება კარგად და რა - ცუდად; ხელმძღვანელობის კომპეტენტურობისა და ეფექტიანობის შეფასებას; მათ დაჯილდოებას, ვინც კარგად მუშაობს და მათ დასჯას, ვინც არ მუშაობს კარგადSource: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005
Georgian encyclopedia. 2013.